Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ცხვედიაშვილი მარინე
გაზიარება

*** "დღეები მუდამ მთოვარი" ექსკლიუზივი

დღეები მუდამ მთოვარი,
მოთმინებაზე დიდია
და გული, როგორც მსტოვარი,
ცხენის ბაგაზე მიბია.
ვერც უფლის მადლით გავბევრდი,
სიზმრადაც ნისლი ფოფინებს,
თუმც ჩემი სულის ხავერდი
მზის გულზე მივფინ-მოვფინე.
ბედმა უბედო ქალივით
ჩამოიხოკა ლოყები,
იქნებ ურიის ვალივით
საიქიოშიც მოგყვები.
შე დალოცვილო, მასწავლე
მიწაზე როგორ დავეშვა,
ან რით ვუშველო ნაწამებ
მარტოსულობის კაეშანს.
მომერღვა დროის საყელო,
გადამიხუნდა ფერები,
ჩემმა ურჩობამ გამთელოს,
ბედს კი არ მოვეფერები.
მუდამ სიკეთეს ვუვლიდი,
თუმცა არა ვარ მინდია,
აჯანყებული გული კი
ცხენის ბაგაზე მიბია.

??????