მანდილი ექსკლიუზივი
ხსოვნა ქორივით ჩაგფრენია,
ბოლთას სცემს ჟამი გამთვალავი,
მანდილი შენთვის სამშვენია,
ჩემთვის _ ცრემლების სამალავი.
სეფე სიზმრებში გახიზნულა
წელთა მიმქრალი ჩირაღდნები
მთოშავს იღბალი ზამთრისგულა,
ვკვდები და ისევ ვიბადები.
ყოფნა არყოფნის საშველია,
ჰოდა, ბევრი ვარ სათვალავით,
მანდილი სხვისთვის სამშვენია,
ჩემთვის _ ცრემლების სამალავი.