გაბროშვილი თამარ
გაზიარება

დაბრუნება ექსკლიუზივი

თვალებში ვიჭერთ ცოცხალ კალმახებს,
მდინარის პირას გავშალეთ სუფრა,
უერთმანეთოდ რაც კი რამ ვნახეთ,
უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ.
როგორ გავძელით აქამდე უწყლოდ,
სად, ანდა რატომ ვიყავით წინათ,
კოკორს კვირტიდან რა ძალა უხმობს,
გარეთ მზეა თუ შხაპუნა წვიმა.
სისრულისაკენ ყველა მიილტვის
და თევზაობა ჩვენი ხვედრია;
დღეს სიყვარული ზეცას მიწისთვის
გუბეებშიც კი გაუმხელია.
შევჩერდეთ წუთით, მაინც წინ წავა
ჩვენი სიცოცხლის ლურჯი დინება,
ბონდის ხიდივით დაქნეულ წამწამს
შენკენ მოვყვები და მეღიმება.
თვალებში ვიჭერთ ცოცხალ კალმახებს,
მდელოზე ისევ გავშალეთ სუფრა,
უერთმანეთოდ თუ რამე ვნახეთ,
დროა, დავსხდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ.

??????