Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სიხარულიძე ნინო
გაზიარება

ბანალური ლექსი ექსკლიუზივი

მინდა, მყავდეს დედა; მინდა მყავდეს შვილი
და არ მკბენდეს ქარი _ ავად აღრენილი,
თვალში კრთოდეს სხივი, ბაგეს აჩნდეს ღიმი,
არ სკდებოდეს გული _ დაჭიმული სიმი.
მინდა, იყოს მხარი, ძლიერი და სანდო,
ჩემი დარდის გუდა რომ თამამად ვანდო.
მინდა, ითქვას სიტყვა _ სიყვარულის მხსნელი
და ამ სიტყვის პოვნა სულ არ იყოს ძნელი.
მინდა, გზა გზას ჰგავდეს და არ იყოს მრუდე,
სახლი _ სახლს და არა ასპიტების ბუდეს.
მინდა, ქართულ კვირტებს არ დაატყდეს მეხი
და იმედის ფესვებს არ დაადგან ფეხი.
მინდა, მყავდეს შვილი; მინდა, მყავდეს დედა,
ამ ბანალურ ლექსში მე ოცნებას ვბედავ.

??????