მებურიშვილი ირმა
გაზიარება

ქეთევან დედოფალი ექსკლიუზივი

დედოფალთა წესია, არ დამჩნევა დარდისა,
ხელი მტკიცედ გაავლო საგდულს ტახტრევანდისა,
გადმოვიდა, შვენოდა შავი შესამოსელი,
სამფარველოდ მოიხმო ციდან ანგელოსები,
მიდის შესაგებებლად _ ტანჯვის უმოწყალოსი,
ჯვარცმა გულში ჩაუკრავს სასოებით სალოსის,
მოედნის შუაგულში მზადება აქვთ ღულამებს,
ცეცხლს ანთებენ, შანთები ირგვლივ შემოულაგეს,
აელვარდნენ შანთები მეტი სიმხურვალისგან,
შუა ცეცხლზე შემოდგეს დიდი ქვაბი რვალისა,
გვემეს, გვემით უფრორე გახელდნენ მოსისხარნი,
`უარყავი!~ _ ვედრიდა კრძალვით შირაზის ხანი,
`უარყავი!~ _ ჯალათთა რისხვა უფრო იზრდება,
`უარყავი!~ _ იწამე მაჰმადის სჯულისდება,
მომაკვდავი ქეთევან რისხვით კივის _ `აროდეს!
დედოფლობას ამნაირს სჯობს სიკვდილით ვხარობდე!~
აღესრულა ქეთევან და სეირიც გასრულდა,
სული ამოხდენილი ცისკენ შვებით გაცურდა.

??????