არდოტელი მურღვა
გაზიარება

*** "ფხოვის ცას" ექსკლიუზივი

ფხოვის ცას თენების მთვარე,
თვალს, როგორც ცრემლი, ჰკიდია,
ხოშარისაკენ ნისლები
მოტირლებივით მიდიან,
აქეთ ნისლში წევს სანათა,
იქით ჩაშლილა მინდია,
გოგოლაურთას მზე როა,
ბინდაურთაში ბინდია.
ხან პატარაა საწუთრო,
ხან უსაშველოდ დიდია...

??????