არდოტელი მურღვა
გაზიარება

*** "ისევ დაგკარგე" ექსკლიუზივი

ისევ დაგკარგე, ისევ დაგეძებ,
გიპოვი? არა, სულს აღარ სჯერა.
ერთმანეთს ავცდით, მარტონი ვერ ვძლებთ,
ეს გლოვა სულში ვინ შეაჩერა.
შენმა სიშორემ არღუნის ტალღა
მაქცია ზვირთად და ქაფის მძივად.
შუახნის კაცი რამ გამაბალღა?
რად მეჩვენება სამზეო ცივად?
რად ითალხება ბინდბუნდით მთები
სულის წვას რატომ ჰქვია წამება.
ქარმა გაშალა ნისლი _ კლდის თმები
და მზე სხივებით მეწამწამება.
ეს ბედი მაინც გვწეწავს და გვლეწავს,
(ამ დღეებს ჰქვია ღმერთთან მუდარა)
შენ ჩემთვის ტრფობის ქალღმერთად გძერწავს,
მე კი პოეტად? არა უნდა რა!

??????