არდოტელი მურღვა
გაზიარება

*** "გამხელს ეს გული" ექსკლიუზივი

გამხელს ეს გული, რაღაცას მალავ;
შენ ხომ გმფარველობს მზე-ლამპარია.
თბილისი გხიბლავს ბარელო ქალავ,
მე კი არდოტის ცა მაბარია.
ისე მიდიხარ მიღმა ხევიდან
გულის წუხილი ვერც კი გამანდე.
რისთვის გვინდოდა ჩემი ლექსით წვა?
სულში ტანჯვით რად მომიქამანდე?
შენზე მლოცველი შემოვრჩი არდოტს,
ჟამით დაშლილი წყვდიადს რომ ერთვის,
თუ რამე კარგი შემომრჩა მარტოს _
ეს არის მთებში ლოდინი შენთვის.
ვარ მიჯაჭვული კავკასიის მთებს,
როგორს პრომეთე და ამირანი.
ამ ჩამქრალ კერას კვლავ შენ ამინთებ,
სხვა ჩემი მხსნელი არავინ არი.

??????