რა დავაშავე?! ექსკლიუზივი
ნეტა ჩემგან რას ითხოვენ,
რა ჯანდაბა უნდათ?!
ყველაფერი არის კარგად,
მაგრამ მე ვარ ცუდად.
შეგეძლოს და არ მშველოდე,
არის ცოდვა დიდი,
გიპოვე და _ გაგაღმერთე!
მიპოვე და _ მყიდი!
ჩემი სულის მზედ მიმაჩნდი,
ჩემს დედოფლად გთვლიდი...
ქალი მაინც ქალი არის,
ცბიერი და ფლიდი.
რა საოცარ წამს მჩუქნიდი,
რა სიხარულს მგვრიდი...
ახლა გინდა გიჟი იყავ,
გინდა იყავ მშვიდი.
რასაც შენთვის ვაკეთებდი,
ანგრევდი და შლიდი...
მერე თვითონ გადავბუგე
ყველა გზა და ხიდი.
ასეთი რა დავაშავე,
რა მიქენჯნის სინდისს?!
სტუმრად მხოლოდ სევდა მოდის
და ცხოვრება მიდის.