სულერთია ექსკლიუზივი
ხელი იქაც მომეცარა,
მომეცარა აქაცა,
სიძულვილმა დამანგრია,
სიყვარულმა დამქანცა.
თუ ბოროტი ვერ იმარჯვებს
და სიკეთე მეტია,
ასე რატომ გაჯეჯილდა
ყველა შარახვეტია?!
რაც არ უნდა მეძებნა და
რაც არ უნდა მექექა,
ვიღაცისთვის მწყემსი ვიყავ,
ვიღაცისთვის _ ბეკეკა!
ჩემთვის უკვე სულერთია,
ბნელია თუ ნათელი...
ვერც ცხოვრებამ დამაპურა,
და ვერც ღვინით დავთვერი!