შენგელია ქეთევან
გაზიარება

*** "მე ვიცი რასაც მოვყვები ახლა" ექსკლიუზივი

მე ვიცი რასაც მოყვები ახლა,
ამას ყვებოდა გრიგალი წუხელ,
მიაჭრიალებს ბედი წვალებით
ადამის მხრებზე შემოდგმულ უღელს.
ვის უკვირს ჩიტი ნანადირევი,
კაენის ცოდვა, თევზის ფართხალი,
აღარ დავეძებ სხვასთან რომ ტყუი,
შენს თავთან თუ ხარ მაინც მართალი?!

??????