სულაბერიძე ია
გაზიარება

ავტოპორტრეტის მაგიერ ექსკლიუზივი

მიყვარს ყვავილი და მიყვარს დენთი
და არ მივტირი დროის მანქანებს,
რადგან თუ მომკლავს სიკვდილი ერთი,
მეორე _ თითსაც ვერ დამაკარებს.
არ დადგა ჩემგან შემკრთალი ნუკრი,
არც _ სიყვარულის მშვიდი მსახური,
და არ მადარდებს, ამქვეყნად თუკი
მოვედი გონჯი და უსახური.
მოხარული ვარ, რომ გრიგალისგან
ზურგით არასდროს შევტრიალდები,
მოხარული ვარ, რომ დედამიწას
თავქარიანიც ვეპრიანები,
რომ ცისქვეშეთში სულ ხიფათს ვეძებ,
რომ ბედისწერას არ ვეხუმრები,
რომ პოეზიის ციცაბო კლდეზე
უნდა ამოვჭრა საფეხურები...

??????