არველაძე მაია
გაზიარება

*** "სულის სარკმელში შემოცვივდება" ექსკლიუზივი

სულის სარკმელში შემოცვივდება
მელნისფერ წვიმის მშრალი წვეთები;
მოიპარება შემობინდება,
საჭეს შორდება ნაზი ხელები...
ჭირვეულ კლარნეტს ჩაჰბერავს ქმარი,
უფრთო ჩიტების მეგზური მოჰქრის;
ფრთხილად იხსნება ნიჟარის კარი,
სევდისფერ დალალს ისწორებს ცოლი...

??????