გაბური ლელა
გაზიარება

რაისთვის? ექსკლიუზივი

`არა, არ მინდა ამოსვლა ზევით,
რადგან სიცოცხლე სიმწუხარეა,
რადგან გარდაცვლილთ სიცოცხლე გვიმძიმს,
ისე ვით ცოცხლებს `სიკვდილი თვისი~..
შოთა ჩანტლაძე
... იქნებ მანდ ყოფნა, მართლა ისეა,
როგორც ღამიდან გასვლა მთვარეში,
იქნებ სიცოცხლე _ მართლა ნისლია,
და სიზმარეულ ლანდთა თარეში...
იქნებ, ეჩვევით ღამეთა ზიმზიმს
და მიწა თქვენთვის სევდა არ არი,
იქნება, მართლა სიცოცხლე გიმძიმთ,
სიცოცხლე ჩვენთვის ასე ნანატრი,
ღმერთო,
ეს დარდი, ეს წვა... ეს კითხვა,
პოეტს რაისთვის დასდევს ალმასად?
აი, ბეღურა ცას ჩაეკონა _
ისე მარტივად,
ისე ლამაზად...

??????