გაბური ლელა
გაზიარება

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს ექსკლიუზივი

ჩემს ქისტ ძმობილს _ ელდარ აჭიშვილს
ახსოვთ ჩემს მთებს და შენს მთებსაც ახსოვთ,
მქისე მუხლი და მჭახე კივილი...
ცით შორეულო და მიწით ახლოვ,
მტერს, როგორც მოძმეს ბევრჯერ გივლიდი...
ჩემი ჯილაგის სისხლზე ნაშობი,
და მის ნაკვალევს გადევნებული,
დღეს მე ამტკივდა შენი სამშობლიო,
ჩემი სამშობლოს ჯვარზე ვნებული...

??????