კოპაძე როზა
გაზიარება

*** "აკრეფილი თმა ვნებას იოკებს" ექსკლიუზივი

აკრეფილი თმა ვნებას იოკებს,
თმათა მსუბუქი მოსართავებით.
შენ გაგახელებს კაბის სიმოკლე
და რძენასვამი მუხლისთავები
წაგართმევს მშვიდი კაცის ჰაბიტუსს, _
რომელიც თურმე ყალბი ყოფილა...
და დიაცებზე ვითომ გაბუტულს
და დიაცთაგან უკმაყოფილოს
ევა ლოყაზე შეგახებს ლოყას
და მორჩილივით გაგეტრუნება...
და როგორც ზღაპრის მითიურ მოყმეს
გამოგიკეთებს წამხდარ გუნებას
ქალი, რომელიც ნეკნით გაიგე,
რომელსაც შენი ჰქვია ტარიგი;
ქალი, რომელიც ჭკუას გარიგებს
სიყვარულის და ვნების განრიგით...
და აწეწილი თმების წიოკი
და აწყვეტილი სულის თარეში
უმისამართო გრძნობებს გილოკავს,
რო ვეღარ გაძლო ევას გარეშე...
და ვიდრე ვნება კაბას იმოკლებს
და ვიდრე ქალის ვნება ძალადობს,
აგიყოლიებს სულის წიოკი,
რო მოთმინებას ტაბუ დაადო...
რო წარსულიდან რაც უნდა მოყვე,
არა ღირს წყენის დამახსოვრება,
ევა ლოყაზე გაფარებს ლოყას
და ძველებურად მიდის ცხოვრება.

??????