კოპაძე როზა
გაზიარება

*** "არ მხიბლავს შენეული: "მადამ" ექსკლიუზივი

არ მხიბლავს შენეული: `მადამ~
ანდა შორეული: `მადმაზელ~...
მე შენზე ძლიერი ვარ, ადამ,
შენზე მაცდური და ლამაზი.
რაისთვის აგიყვანდი ცადა,
საწუთროს მოვერიე არცთუ ვერ,
მე შენზე ცბიერი ვარ, ადამ,
უკეთუ პირველმა გაცდუნე.
დამყვება დაკარგულის დარდი,
მტუქსავ და ამაოდ მარიგებ,
მე შენზე ჭკვიანი ვარ, ადამ,
უსიტყვოდ შემიძლია გაგიგო.
იგი ვარ, რაც აქამდე მწამდა,
რწმენა კი საუკუნო ცაზე ძევს,
მე შენზე სრულქმნილი ვარ, ადამ,
შენს იქით არაფერს დავეძებ.
სიმშვიდე გენატრება რად _ არ,
ამავსე იჭვითა და ყვედრებით,
მე შენზე ერთგული ვარ, ადამ,
რადგან ერთ სიყვარულს ვჯერდები.
გზადაგზა მიგიტყუებს სხვა და
მოგხიბლავს ფერებით და ლაციცით,
მე შენზე ნაწყენი ვარ, ადამ,
რამეთუ ჩემი ფასი არ იცი.

??????