დოლიძე ქეთევან
გაზიარება

...და მერე კვართის პატრონიც მოვა ექსკლიუზივი

`იბერიის ქვეყანაში ეშმაკი ვერ დაჯდება” (
წმინდა ლავრენტი ჩერნოგოველი)
ვინ შეებმევა მახინჯთა ხროვას?
ვინ გაიმზადა სულის საგზალი?!
ბებერო ერო, რამ დაგაღონა,
შენთან უფალი დედას აგზავნის.
რისხვა ეშმაკის სუნთქვას გიგუდავს,
ხმა კრეტსაბმელის შეგაზანზარებს...
ისევ გაჰფანტავს ვერცხლებს იუდა...
შენ კი აღსდგები როგორც ლაზარე.
მერე რაა, რომ ხალხი გიჟდება,
მერე რაა, რომ `ხალხი იცინის”!..
თუმცა სიცოცხლის ფასად გვიჯდება,
რომ გაგვასხვისეს ლიწინ-ლიწინით.
სისხლი აწვება წვერებს ინიანს,
არ გაყიდულა ჯერ კიდევ ფხოვი...
ნუ გეშინია... ნუ გეშინია...
ნუ გეშინია მახინჯთა ხროვის!
არავითარი `ჩიპი” და კოდი!@
მოეღოს ბოლო თარეშს და გლოვას!
დედა უფლისა მცხეთისკენ მოდის...
და მერე კვართის პატრონიც მოვა.

??????