Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ტყეშელაშვილი სოფიკო
გაზიარება

*** "მე რომ შემეძლოს სუნთქვას გაგიყოფ" ექსკლიუზივი

მე რომ შემეძლოს სუნთქვას გაგიყოფ,
გაგიხდებოდი მშვიდი, დამყოლი,
ვიცი, შემკრთალო მინდვრის ყვავილო,
ვერცხლისფერ ღრუბლებს თვალს რად აყოლებ.
შემოგეცრიცა პერანგი მოკლე,
ვინ რას გაიგებს, შენ რომ გაბრაზდე,
არ შეიძლება ჭიქაში მოკვდე,
ასე, უბრალოდ, ფანჯრის რაფაზე.
არ გეკარება ქარი სათოფედ,
თვალებში გაყრის ჭერი თაბაშირს,
შენ გულისწორი გარეთ დატოვე,
გულისწორი კი სხვასთან თამაშობს.
ეიოლება ყოფნა უშენოდ,
შენ კი მზის სხივი გაკრთობს, მცირედი,
იქ თბილ წვიმებსაც სახეს უშვერენ
და ფესვებამდე ჩასდით წვიმები.
ვიცი, შემკრთალო მინდვრის ყვავილო,
ვერცხლისფერ ღრუბლებს თვალს რად აყოლებ.

??????