გოგიბედაშვილი დავით(დეფი)
გაზიარება

*** "დავდექი. თითქოს ბოლოჯერ ვდგავარ" ექსკლიუზივი

დავდექი. თითქოს ბოლოჯერ ვდგავარ,
ცა მოიწმინდა და ჩავიფიქრე,
სიზმარო, ცხადი არ მინდა აღარ,
ცხადო, სიზმარი მალე ჩამიქრე.
პეპლის ნაკოცნით ზღაპრობის თვეში
მზეთუნახავი დამასაჩუქრებს,
მე მხედარი ვარ მომყვანი თქეშის,
წვიმებს ვუგროვებ მიჯნურს საუნჯედ.
დავდექი, მაგრამ სად, ღმერთმა იცის,
მიწაზე ვდგავარ? ვეშაპის ზურგზე?
ხან ზეცას ასდის სურნელი მიწის,
მთვარეც აბნელებს დღეშავი სულმზეს.
ვიცოდე ნეტავ ბოლოჯერ ვცხოვრობ?
და აღარასდროს დავიბადები?
ლექსი დარგული თუ სვეტიცხოვლობს,
ცასაც ის აწმენდს თავისა ნებით
და საიქიო სისუფთავეში
და უმანკოთა ყველა სავანეს
სიტყვა ვუგზავნე, სახლში ავეშვი,
მათი დუმილი დგომას მავალებს.
ცხადო, სიზმარი მალე ჩამიქრე,
სიზმარო, ცხადი არ მინდა, აღარ,
ცა მოიწმინდა და ჩავიფიქრე,
მზე რომ იქ დადგეს, მე სადაც ვდგავარ.

??????