გოგიბედაშვილი დავით(დეფი)
გაზიარება

*** "მგონია აქვეა სადღაც გაზაფხული" ექსკლიუზივი

მგონი აქვეა სადღაც გაზაფხული,
მგონი აქვეა დაფლული განძი,
ღრუბელმძივები დღეღამ ქარსაბმული
ამინანქრებენ შორეთის მანძილს.
მზე სათითაოდ, მზე ყოველ მათგანს
სახელს აქარგავს. ნეტავ რა ჰქვიათ?
სიცილი შენი, ხმა შენი სადღაც
გაზაფხულივით მგონი აქვეა.

??????