გოგიბედაშვილი დავით(დეფი)
გაზიარება

*** "სამხრეთის მტვერი" ექსკლიუზივი

სამხრეთის მტვერი, ოქროს მონეტა,
შიშველი ღამე, ფირუზის ძეწკვი,
ცხელი სიჩუმე და რომაელთა
რუხი ძუ მგელი სიზმარში მეტყვის,
ორი ტყუპი ძმა რომ გამოზარდა
და რომ რომია წარღვნა ქალაქი,
სად შავგვრემანი ცეცხლი მოჩანს და
ლათინური მზეც თავის ქალას მხდის,
სად ავხორცობით ტანს დამილოშნის,
მიწიდან აღმგვის, ქარშიაც ამკრეფს,
შვიდი მთის შორის, მარმარილოში,
დამალექსებს და დამაქანდაკებს
სამხრეთის მტვერს და ოქროს მონეტას,
შიშველ ღამეებს ფირუზის ძეწკვით.
დიდ საიდუმლოს მე რომაელთა
რუხი ძუ მგელი სიზმარში მეტყვის.

??????