სიყმაწვილე
გადიწევა სარკმლის ფარდა, - თვალს ცისფერი იტაცებს, უფრო მეტი ცაში ვარ და უფრო ცოტა - მიწაზე.
შინაურნი შიშს მოუცავს, შიშნარევი ხმებია, ჰფენს შავ კარტებს თეთრი ნუცა, ჰოი, ნუცა ბებია!
დავბრუნდები, უთხარ ყველას, შე ლამაზო ბებერო, ცას ვინ გამოკერებია, მე რომ გამოვეკერო.
|