ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

დროის განმეორება 

მწვრთნიან ფიქრები უწყვეტელი და ღამღამობით
ვპოულობ სარკმელს გაბმულ ტანჯვის წილად შეძენილს,
ასე შემკრთალი ვარსკვლავები რად ხამხამებენ,
რა დაინახეს, რისი ხილვაც მე ვერ შევძელი?!
აქ ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში ბინადრობს,
ვეღარ იცლიან ვეღარაფრის სანახავადა,
აბრუნებს ორთქლი, იმეორებს ზუსტად იმავ დროს,
როცა დეიდა მაგიდაზე დგამდა ყავადანს.
იგივე კადრი, ფინჯნებს მშვიდად რომ ალაგებენ,
სარკე, ლიმონის ბუჩქი ტოტებჩამოხუნძლული,
ვერცხლის კოვზების მოწკრიალე ზანზალაკები,
ნათურის ბჟუტვა და ოთახი - ღამის კუნძული.
არსებობს ხილვა, იგი უფრო მართალი არი -
ის გულში ცხოვრობს და გულივით წამით მეტკინა,
ახლა იქა ვარ და იქიდან ვათვალიერებ
დროს, რომლის ყოფნა არ შემეძლო წარმომედგინა.

??????