Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

* * * ცის შვილობილი, ქვეყნის შვილი, შვილი ნატრული 

ცის შვილობილი, ქვეყნის შვილი, შვილი ნატრული -
ცხელ ფილაქანზე მიბაკუნობს თეთრი თიკანი
და თიკნის კვალზე - კმაყოფილი და გაბადრული -
მიდის პატრონი - მისი დოსტი და ოსტიგანი.

ქუჩებს დარაჯობს გულმოდგინე ჩვენი პატრული,
ჰა, უეცარი მუტაციის უტყვი ნიშანი -
ჯვაროსნის ხმალი, მეჩეთებთან ჩალმა თათრული,
ბაღდადის ხურმა, ჩაიხანა და დოსტიჯანი.

წაწალს წაწლობა ალამაზებს, ბაზარს - ბაზრობა,
ბაღდადის დუქნებს - დახლიდარი და ქარვასლობა;
ვარგი და მარგი - ყველაფერი ფეხქვეშ გაიდეს,

ჩაიძიებ და სინანულით ჩაგვეტირები,
რომ პატრულების შეუპოვარ სიმუყაითეს
ცვლის ეგზოტიკის ქარაფშუტა გაკვეთილები...

??????