Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბაზაძე ირაკლი
გაზიარება

გამომაღვიძე 

გამომაღვიძე, როცა მთვარიან
ღამით სიზმრები მკლავებს მომხვევენ,
როცა არავინ არ გიხარია,
არც ნაცნობი და არც ახლობელი.
როცა მარტო ხართ შენ და კედლები,
ჭერზე ჭაღი და ძირს ტყავი დათვის,
როცა გგონია, თითქოს ბერდები
და ამის გამო გთმობენ ან დაგთმეს,
და როცა ღამეს ხელში უჭირავს
თეთრ ზამბახივით - შენი სხეული,
როცა არავის მოაქვს ქუჩიდან
შენთვის სიმღერა ფეხარეული.
გამომაღვიძე, თბილი სიზმრიდან
ამომიყვანე , როგორც აკვნიდან,
ამომიყვანე, როგორც ნისლიდან,
ან როგორც ჩვილი რძიან აპრილთან
გამოჰყავთ , ნუღარ დამერიდები,
გულში კვლავ ძველი ვნების ნაღმი ძევს...
გამომაღვიძე , თუ მოგინდები,
თუ მოგწყურდები - გამომაღვიძე!

??????