* * * მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!
მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი, გამხელებელი!
ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!
ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭი ქვეყნად
და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!