ბარბაქაძე ცირა
გაზიარება

* * * დღეს ამ ცხოვრებას 

დღეს ამ ცხოვრებას სახელი ვერ შევურჩიე...
მოდი და შენ დაარქვი...
ცხოვრება, სახელად...
არ ვიცი, არ ვიცი...ჩემი სიტყვები ჩემზე ძლიერია...
მაგრამ ხანდახან და უფრო ხშირად
სიტყვები მეკარგება
და ვცდილობ მოვძებნო შენში ჩაძირულ
ჩემს თავში...
გამოატარე... გთხოვ, გამოუშვი
ტყვედქცეული ჩემი ბგერები...
შორს არ წავლენ,
მხოლოდ აქვე... სულს მოითქვამენ
და მზის ჩასვლამდე
ისევ შენში დაბრუნდებიან...
როცა შიგნით რაღაც ღრმად,
ძალიან ღრმად გეტკინება...
ეს მე ვიქნები...
ხმადაკარგული და შეკუმშული -
ცხრაკლიტულში გამოკეტილი...
ჩემი სიტყვები ჩემზე ძლიერია...
მაგრამ ჩემი სიტყვები შენი ტყვეებია!
ჯერ სიტყვებად რომ არც ქცეულან...
არ მყოფნის შენი გამოწერილი
ფერადი სიზმრები,
რომლებიც მორიგეობენ,
ცხოვრება რომ არ გამიხდეს ერთფეროვანი...
დავიკარგე...
მაპოვნინე...
შენში დაკარგული საკუთარი თავი.

??????