ბარბაქაძე ცირა
გაზიარება

* * * რა დროა მაშინ... 

რა დროა მაშინ...
როცა შენში შეკუმშული
აღარც სიტყვა ვარ და აღარც ბგერა...
რა დროა გარეთ,
როცა ხეები ყვავილობენ
და კვირტები დასტირიან გარდაცვალებას
ნაყოფში...

დააკაკუნე... სამჯერ და გამბედავად...
როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ!
შენში ავყვავდები,
როგორც ატმის ხე...
შენი მკლავები იქცევა
მსხმოიარე ტოტებად...
შენი კიდურები - ფესვებად...

როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ...
მე შიგნით ვიხედები... შენ - გარეთ...
მითხარი, როგორი ამინდია?
გინდა? თვალებს გაგიცვლი!
ისე, როგორც ბავშვები ცვლიან სათამაშოებს:
ხელი - ხელში...
თვალი - თვალში!

დააკაკუნე სამჯერ და გამბედავად...

??????