ბექიშვილი თეონა
გაზიარება

ღალატის წინ 

გამოვლილია ყველა მდინარე, ყოველი ფონი ზეპირად ვიცით,
აღარაფრის არ გვეშინია.

სადღაც ბუყბუყებს ჩვენი ვნების მწვანე ჭაობი,
მაგრამ იქამდე შორი გზებია
და უსურვილოდ გავცქერით შარას.

ხანდახან ვუსმენთ ძველი ფირფიტის შეჩვეულ ხრიალს
და გვიკვირს ხოლმე,
თუ იქიდან მუსიკამაც გამოაღწია.

რაღაცა კიდევ დარჩენილა წაუშლელი, დაუჩხაპნავი,
და იმისი ძალაც ჰქონია, რომ დავესვი ლექსის საწერად,
რადგან სხვაგან არსად არის მხარმისაყრდნობი.

ქვეყანა ავად განაბულია,
სურს გაიგონოს უცხო ჭრიალი და ჭორებად მოჰფინოს ქალაქს,
რომ გული თურმე აიწონა-დაიწონას მეთამაშება.

??????