ზოიძე ზურაბ
გაზიარება

ავტობიოგრაფია ექსკლიუზივი

 

 

იმ დღეს მშობელი მიწა კვნესოდა...

ყოფილა ელვა და გავარდნა მეხის,

ზამთარი იდგა და აღარ ისმოდა

სიმღერა მეურმის, მწყემსის თუ მეხრის.

 

არ შემიძლია ახლა არ გავთქვა,

არც შემდგომ იყო ცხოვრება სხვაგვარი,

ზურაბი დიდმა ბაბუამ დამარქვა,

არ მინატრია არასდროს სხვა გვარი.


მშვიდობის მტრედს ვატან შენთან ამ წერილს,

მომავალს შენი თვალებით ვუმზერ,

როდესაც პირველი ლექსი დავწერე,

ნაკვერცხალივით მომდგარი გულზე.


მეგონა სამყარომ გამიღო კარი,

თვალი გავუსწორე დიდსა და პატარას,

ფეხქვეშ კერიის ღადარი დავიყარე

და ასე ვისწავლე მოყვასის გატანა.


და როცა პირველად სახლიდან გავედი,

მეგონა მეორედ ავიდგი ფეხი,

ვნახე პოლარეთი (გრძედი და განედი),

შინ დამრჩა ჩემი სკოლა და მერხი.


მივხვდი, რომ ვიყავი სხვა ამალაში,

სუსხზე და ყინვაზე ჯვარდაწერილი,

დავდივარ რუსეთის სტეპსა და ტრამალში,

ბიძაჩემს მოსკოვში მივწერე წერილი.


იმ წლების სევდა ვერ გადავარჩინე,

იმ წლების წინაშე ბავშვივით ვდგავარ,

რადგან მყავს, ის წლები ვერ შემაშინებს,

მაია, დიანა, ალეკო, ანა.


მე და ლამარა ეზო-კარს ვეფერებით,

ნენეს სულივით უწმინდესს შიგნით,

თავი არ მომაქვს სხვასავით ეფემერით

ჩემი ათიოდე ლექსების წიგნით.


ჩემს მტერს არა და არ გავაცინებ,

ნებას ამისას სისხლი არ დამრთავს,

ასე და ამგვარად ვდგები და ვაცილებ

კიდევ ერთ სუსხიან ზამთარს.

 

 

??????