Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

დანელია ბათუ
გაზიარება

MIRABILE VITA 

ზოგჯერ, მარტოობაში, ჯალათია ჭერიც -
მხრებზე დამადგება და ბარიტონით მღერის.
ზოგჯერ კედელს თვალები ეხილება ფართოდ,
მიცქერს, უნდა გაიგოს, ასე რაზე ვდარდობ.
ზოგჯერ, ჩემი ფანჯარა შიშველია როცა,
ვხედავ, სტირის სიშორის როიალი - მოცარტს...
და მინდება, ცრემლები გამოვწურო ქვიდან...
და ვარ გაოცებული - Mirabile vita.

ზღვა მთვრალივით გორაობს, ტანზე იხევს სამოსს.
მიწას უნდა - ვარსკვლავი მოწყვიტოს და ჭამოს.
ქედი, პრომეთესავით, მიუჯაჭვავთ ცისთვის,
როდის გამოიხსნიან - საწყალს სული მისდის.
ქარი ლაოკოონ ტყეს - ასევს თავის გველებს...
მთვარის ბურთს ეუფლება ღრუბლის თეთრი პელე...
მე კი, ამათ ვუყურებ და ყველაფერს ვიტან
და ვარ გაოცებული - Mirabile vita.

როცა ელვის სატევრით ცა გადიხსნის ვენებს -
მაშინ ვხედავ: ცის თაღზე საფლავები ფრენენ,
როგორც თვითმფრინავები და გიჟივით ვხდები:
მფრინავებად როდისღა გადაიქცნენ მკვდრები!
მინდა აღარ იელვოს... შიში ტანში მზარავს,
ვყვირი: "არ ჩამოვარდეთ! არ შეასკდეთ ქარაფს!"
მყვირალს, მხარზე ვარსკვლავი მასკუპდება ჩიტად
და ვარ გაოცებული - Mirabile vita.

ზოგჯერ ვხედავ, ქვა ვარ და სამარისკენ მწევენ,
მერე იმ ქვის გამწევი აღმოვჩნდები მევე...
არ მსურს მაბზრიალებდეს ჟამი, როგორც ჩიკორს:
ან არ ვიყო ასეთი, ანდა ნამი ვიყო!
ვიყო, მედუზასავით, უთვალყურო რაღაც -
აღარაფერს მოვისმენ, აღარაფერს ვნახავ,
თორემ ჭიამარია მიცქერს, როგორც ტიტანს
და ვარ გაოცებული - Mirabile vita.

Mirabile vita. - ცხოვრება მშვენიერიაM

??????