*** "ზღაპარი მერგო და იქცა სიზმრად" ექსკლიუზივი
ზღაპარი მერგო და იქცა სიზმრად,
სიზმარი მერგო და კოშმარს ჰგავდა,
კოშმარი ხეებს დასდინდა სისხლად,
სისხლი ღამეში წითლად აალდა,
ფლეთავდა ფოთლებს იმ ღამით ქარი,
კვნესოდა ქარი დაფლეთილ ხეში...
ზღაპარი მერგო, მერგო სიზმარი
და ჰგავდა იგი კოშმარებს შეშლილს.
მესმოდა ლოცვა და მოთქმად იქცა
და მოთქმა ქარის მუსიკას ჰგავდა.
შეშლილი იყო იმ ღამეს ის ცა,
რაღაც დაიწყო, რაღაც დამთავრდა...
მოვედი, რათა მეძებნა ქვეყნად,
ვეძებდი, რათა მეპოვნა ჩემში...
მთელი ცხოვრება ვაქციე ძებნად
და ჰგავდა იგი კოშმარებს შეშლილს.