ეკიზაშვილი გიორგი
გაზიარება

* * * ბაბუამ დიდი პეპელა დაიჭირა 

ბაბუამ დიდი პეპელა დაიჭირა
და ქინძისთავით ხალიჩაზე მიაკრა
"ცოცხალია?" _ ვკითხე
"მკვდარია" _ მიპასუხა
"რა ლამაზია სიკვდილი" _ გავიფიქრე მე.
რამდენიმე დღე და ბაბუას ოთახში შემიყვანეს
"ცოცხალია?" _ ვიკითხე
"მკვდარია" _ მიპასუხეს
"რა მახინჯია სიკვდილი" _ გავიფიქრე მე.

??????