ეკიზაშვილი გიორგი
გაზიარება

რა არს სიკვდილი? 

რა არს სიკვდილი?
ამაღლება თუ დადაბლება?
ასვლა სანამდე?
ჩასვლა სანამდე?
არის თავანი?
არის ფსკერი?
ან იქნებ, ძმაო,
ყველაფერი არაფერია
და არაფერში ერთ მშვენიერ დღეს
ამოსული ეს ყველაფერი
მაცდური ქალის შეკერილი სამოსელია,
რომ შიშველ სხეულს, თავად არაფერს,
ხორცს უსულოს
და ძვალს უსულოს
არსებობის შესძინოს ხიბლი
თუნდაც ყალბი და მატყუარა.
და მერე ვიღაც მოიგონებს სულს და გონებას
და კიდევ რაღაც ზიზილ-პიპილებს
და შეგაყვარებს მიწაზე ყოფნას
რომ დასტკბე შენი არარაობით
სანამ კიდევ ხარ ყველაფერში...
და ლექსს დაგიწერს ამოდ მოსასმენს
ან გიგალობებს ბახის ქორალებს
რომ ვერ იხილო ყველაფრის მიღმა
ის ერთადერთი,
ის ჭეშმარიტი,
მარადიული საფლავი შენი - არარაობა...

??????