გომელაური ნიკო
გაზიარება

სონეტი №1 ექსკლიუზივი

შეშლილი ქარი კვლავ მედავება
აფრიალებას შენი კაბისას...
ნუთუ არსებობს, რომ მე დავება,
ნუთუ გაიტანს ქარი თავისას?
სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს,
რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით.
შემთვრალი მთვარე თვალს არ
გარიდებს,
გადარეულა შენი წვივებით.
წვიმა თავნება პირსახეს დაგბანს,
მოგიალერსებს სველი ხელებით.
და შეეცდება ზეცა შენს დაბმას,
ოცნების მსგავსი ცისარტყელებით...
მაგრამ უქმეა მათი ხარჯები.
ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები!

??????