ღმერთო, გვიხსენი! ექსკლიუზივი
მტერმა აჩეხა ბაღიც, ვენახიც,
ღმერთო, დიადო, ნუ მიგვატოვებ,
ჩვენი პატრონი მხოლოდ შენა ხარ,
მხოლოდ შენა ხარ ჩვენი ბატონი.
გზანი დავკარგეთ თამარისანი _
სამეგობრონი, განა სამტრონი,
მზე აღარ გვათბობს თავისუფლების,
ღრუბელნი დიან დღეს საავდრონი.
იავარქმნილი, აოხრებული
კუთხე დავკარგეთ და მივატოვეთ, _
ნუ მიგვატოვებ მაინც, უფალო,
მამულში მტერს ნუ გაგვიბატონებ!