ოთხვანი ჟანა
გაზიარება

ანარეკლი ექსკლიუზივი

ბილიკს მივყვები, სავსეს ნარ-ეკლით, _
ციცაბო კლდეზე რა ძალა მიცავს? _
ეს არც მთვარეა _ მზის ანარეკლი,
არც მზე _ ბრწყინვალე ხატება ღვთისა...
შორს, საოცარი სანახებისკენ,
ალმასდაფრქვეულ ბალახებისკენ,
ცოცხალი სიტყვით, ცოცხალი შუქით
ცივი წყვდიადის დამარცხებისკენ _
მთვარეულივით მივემართები...
რაღაც მინათებს გზას ნარ-ეკლიანს...
ღმერთია ყველგან, და ეს ნათელიც _
ცოცხალი შუქის ანარეკლია...

??????