ალავერდაშვილი ლევან
გაზიარება

სიყვარულის ახსნასავით ექსკლიუზივი

მინდა ამღამ შენი კოცნით
მქონდეს ბაგე დანასეტყვი...
ნეტა დედა რას გაგიგებს,
თუკი თვითონ არას ეტყვი.
შენ იყავი გიჟი ვნების
მსაჯულიც და განაჩენიც...
სადაც დედა მოტყუვდება,
იქამც იყოს მამაშენიც.
ნაკვერჩხლებად გადმებნიე,
მათევინე თეთრად ღამე,
თუ დედ-მამა მოტყუვდება,
ეშველება ძმასაც რამე.
უსასრულოდ გადამრიე,
სანამ მიწას ჩავფარდები...
ცოლი?!
ცოლი რას გამიგებს,
ხვალ თუ `მთელი~ ჩავბარდები.

??????