თოფურია თეა
გაზიარება

* * * შენ სულ სხვა ომში იბრძოდი 

შენ სულ სხვა ომში იბრძოდი
და სულ სხვა ომი წააგე.
მერე სამშვიდობოში
ჩაქნეული ხელით სვამდი ყავას,
წერდი სტატიებს,
იშლიდი ლოგინს...
და ერთხელ კაფეში,
ორი ქუჩის გადაკვეთასთან
მოიტანეს ამბავი, რომ იქ,
იმ მდელოზე
ჯერ კიდევ არ ამოვსებულა მიწით
ამდენი ხნის უკან გათხრილი სანგრები.

??????