თოფურია თეა
გაზიარება

* * * წასვლაზე ბევრი დავწერე 

წასვლაზე ბევრი დავწერე,
მოსვლაზე არ მეწერება.
ჩახერგეს შემოსასვლელი
ალქაჯებმა და დევებმა.
განა მთის წვერზე გელოდი,
ან სისხამ დილით, ადრიან...
არ მეძებ, როგორ მიპოვი,
თითქოს არც დაგიკარგივარ.
ჩემივე სისხლი თავს მაწვიმს,
სველი მივდივარ შინისკენ.
დამხვდები, დამეწერება,
არა და ისევ იწვიმებს.
სისხლარეული ამინდი
ნისლად ჩამოწვა მინებთან.
სულო, წადი და დამტოვე,
ვერ გიძლებ, ჩემზე მძიმე ხარ!

??????