Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კაიშაური რუსუდან
გაზიარება

* * * სადაც ნაპრალები გამიჩნდა 

სადაც ნაპრალები გამიჩნდა,
ლექსებიანი ქაღალდებით ამოვიტენე.
შვილები გავშალე მარაოსავით
და ჩამოვიფარე.
დაპირებები მოვიშალე,
ცრუ გაფრენები შევზღუდე.
შვილები ავარიულ შენობასავით
მტოვებენ,
ქაღალდებით თვითმფრინავებს აკეთებენ.
ჯანის სიმრთელე ბზარებმა
შემირყიეს,
ხელებით რომელი ერთი შევაკავო.
ვერც ვერავის ვიხსენებ,
ვინც უპირობოდ ამეფარება.
მხოლოდ ,,ღვთის გლახას'' სახელია
გამოსავალი,
რომელსაც კითხვებს აღარ უსვამენ.
იქიდან წამოსულ მწარე კითხვებს
კვამლივით თავს არიდებენ,
თვალებს გვიცრემლებსო.

??????