კაიშაური რუსუდან
გაზიარება

ბებიის გახსენება 

ჩემი ბებია ვარდების გაშლას
უყურებდა, როგორც პორნოსერიალს.
იგი, ვით ძაფის თეთრი გორგალი
მცირდებოდა,
ვიქსოვებოდი მე ვარდის ეკლებით.
ბებია ეხლა ჩემს ლექსებში გაფანტულია.
ის იმალება ჩემი კაბის
ათას ნაოჭში
და მარგალიტის მძივებშია
ის გატრუნული.
ჩემი თავიდან უკვე
თეთრმა თმებმა ამოხეთქეს.
ბებია ყველაზე უკეთ
იქ დამემალება.

??????