კაიშაური რუსუდან
გაზიარება

გაზაფხულზე 

პეპლები გამოვჭერი:
"ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა".
მერე ვარდებს ვხატავდი.
ეხლა "რა მევარდება".
შემოდგომა გამოვტოვე,
ბებიობის ასაკი
და ვქსოვ, ვქსოვ,
ხელები მიელავს ჩხირებივით.
შავი თმებიდან თეთრებზე,
თეთრი ფიქრებიდან შავზე გადავედი.
გულის გორგალი დავშალე,
ტუჩები გამოვარღვიე და
სისხლში შევღებე ძაფები,
ცრემლებში გავავლე სიმაგრისათვის.
ვქსოვ, ნელა ვილევი.
ჯერ არაფერი მეტყობა სიგრძე-სიგანეში,
მრგვალი გორგალი ვარ.
ზოგჯერ ავხტები ხოლმე: "ჰოპლა, მე ვცოცხლობ!"
ხელები ფხიზლობენ ძაღლებივით,
კართან მიგორების საშუალებას
არ მაძლევენ.

??????