განცხადება
თეთრი, ყირმიზა.
შიგადაშიგ შავი ძაღლებით,
შაქრით, პურით,
რუხი ვარდებით.
სული მე ჩავბერე
და უკან მდევდა,
როგორც ლამპარი დაბნეულ მხედარს.
ვერ მოვასწარი
ხელის ჩავლება.
დამეკარგა კაბის ყიდვისას,
ბედთან ჩხუბისას.
ვით ქინძისთავი ჩემი შუბლისა
სადღაც ჩემშია ჩაკარგული.
ისეთი კვესია,
დიდხანს ვერ იქნება განაბული.
დამაკვირდი, როცა გავიცინებ.
ამ დროს ისე ვარ გადაღეღილი,
რომ მიჩანს ფესვიც
და ჩემში რაც მოძრაობს,
რაც ანათებს - ის არის ლექსი.