გეოგრაფია
ჯოხით შემოხაზავენ გულს.
ხელით მიფარავენ პირს და
სხვა საჩოთირო ადგილებს.
თვალებს მიტრიალებენ მრგვალებს
და ჩემი მოთმინების ეშინიათ.
სახლში მე ჭუჭყიან კედელს ვმალავ,
როცა გაკრული ვარ,
მაგრამ ცაშიც შემიძლია გაფრიალება.
საყრდენი მეცლება, როცა შვილები
ჩემგან ქაღალდის გემს აკეთებენ
გეოგრაფიაში სამოგზაუროდ.