კაიშაური რუსუდან
გაზიარება

იავნანა 

დავხურე რვეული,
იავნანა, ლექსებო.
ვიდრე დაგიბრუნდებით,
თავს ნუ გაიგიჟებთ.
დაგთესეთ, ცრემლებით მოგრწყეთ,
კალამი მხარზე გავიდე
და ჩემს წუთისოფელში გავიხიზნე.
არ დამვიწყებიხართ,
ცალი თვალი თქვენზე დამრჩა,
მაგრამ ხელებს არ სცალიათ,
ობლის კვერებს აცხობენ.
არც ფეხებს უყვარხართ,
შევყრი ხოლმე მაგიდაზე
ტელევიზორის საყურებლად,
როცა კალამი და რვეული ანცობენ.
ძალიან ვცხელდები,
სიცოცხლეს მზესავით რომ ვინდომებ,
შიშველი ლექსები, ასოები რომ უჩანთ
მზესავით მეფიცხებიან რვეულის მინდორზე.

??????