ქალი-მაგიდა
საწერი მაგიდა,
დანებით ტრიალებდა ქურასთან,
სარეცხის თოკებით
ქარებს რომ აბამდა,
ოჯახურ ოცნებებს წურავდა.
ყველა უჯრაში შვილები ეჯდა,
გულს იტრიალებდა გასაღებით.
ლექსებს ღამეებად ათეთრებდა,
რადგან გრძნობა ჰქონდა დასაღლელი.
ეს ქალი ერთხელ
წელში მოიხარა,
დარჩა ასე და არ აფრინდა.
მიადგა სკამი უტიფრად - არც იკითხა:
ეს ქალი იყო თუ მაგიდა.