ჩემი დღიურიდან
დედას მობეზრდა
მისი პატარაობა
და გაბრაზებული
მიარბენინებს დიდობისაკენ.
ხელი ვერ წაატანა
ბავშვმა თოჯინას,
სახტუნაოს, ზღაპრების წიგნს,
ფერად ჭოჭინას.
გამოტოვა უცხოობა, ბუტიაობა,
ჩაფსმა, ტირილი.
კომპიუტერმა შეიფარა
და ცურავს მასში ტივივით.
ღამით კი ფრთხილად ამოიყვანენ
აკვარიუმის თევზივით,
ლოგინში დებენ
დედის გვერდების გასათბობად.
ყურს უკან აკრია საღეჭი რეზინი,
როგორც ბავშვობის არდათმობა.