კაიშაური რუსუდან
გაზიარება

ძეგლის ასაკი 

მე უკვე მივაღწიე ძეგლის ასაკს.
მამკობენ ყვავილებით,
სიტყვებით - უცხო საცხებით.
ეპითეტებში ჭარბობს: "ყოჩაღი, მშრომელი!"
მოგონებებით დამაბამენ,
ამიტომ თანდათან დავცხრები,
გაქვავებას დაველოდები.
ჩემს ნაცვლად შვილები ცხოვრობენ,
სატყუარას კენკავენ,
სისხლსაც გამოიდენენ -
ჩამოხეულები ეკალზე.
ჩემი გარეგნობა,
ნიჭი, ოცნება
ააფრიალა ქარმა შვილებად.
ბედი ჩამჩურჩულებს:
"ეხლა იწყება (სიმ)წიფის გვირაბი,
შენ ხომ არაფრის შეგეშინდება".

??????